სეკრეტ სანტა „მაჩუქე“ საყვარელი ნივთი

© FB/მაჩუქესაახალწლო საჩუქრები
საახალწლო საჩუქრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი წელი ყველასთვის საჩუქრებთან და სიურპრიზებთან ასოცირდება. ბოლო დროს პოპულარული გახდა „სეკრეტ სანტას“ თამაში. მათ, ვისაც ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია რა აჩუქოს საყვარელ ადამიანს, ამაში სალომე ბერიძე დაგეხმარებათ, რომელმაც სალომე სირბილაძესთან და მანო კუციასთან ერთად ინტერნეტ-გვერდი “მაჩუქე“ შექმნა.

ნინი რაზმაძე

– რამდენი ხანია, რაც თქვენი გვერდი არსებობს? 

— ჩვენი გვერდი არსებობის დიდ დროს არ ითვლის და ის განსაკუთრებით აქტუალური წინასაახალწლო პეიოდში გახდა. ამ პერიოდში ხომ თითქმის ყველა ადამიანი ფიქრობს, რა საჩუქარი გაუკეთოს საყვარელ ადამიანს. სწორედ ამიტომ ჩვენ განსაკუთრებულად ვცდილობთ რაც შეიძლება ორიგინალური საჩუქრები შევქმნათ.

– საიდან და როგორ გაჩნდა იდეა, რომ შეგექმნათ საჩუქრების გვერდი?

— იდეა ძალზე სპონტანურად გაჩნდა. მე და ჩემი ორი თანამშრომელი თავიდან ხელნაკეთი ნივთების ონლაინ-მაღაზიის შექმნას ვფიქრობდით, თუმცა დღეს ის იდეაც საჩუქრებში გავაერთიანეთ.  

© FB/მაჩუქე საახალწლო საჩუქრები
 საახალწლო საჩუქრები - Sputnik საქართველო
საახალწლო საჩუქრები
  

– რატომ სახელწოდება „მაჩუქე“?

— ჩვენი საჩუქრები იმდენად განსხვავებულია სხვებისგან, რომ ისინი თავად გიხმობენ და შენი სასურველი ადამიანის ხმით ჩუმად ჩაგჩურჩულებენ ყურში „მაჩუქე“.

– რა იყო პირველი საჩუქარი, რომელიც გააკეთეთ?

— პირველი საჩუქარი იყო ხელნაკეთი ჭიქა ტკბილეულით.

– რის მიხედვით არჩევთ საჩუქრებს?

— ვცდილობთ შევქმნათ ორიგინალური სასაჩუქრე ნაკრები, ხელნაკეთი ნივთები. რა თქმა უნდა, ვცდილობთ ჩვენი საჩუქრები შეესაბამებოდეს საზოგადოების მოთხოვნებს, ახლა ხომ წინასაახალწლო პერიოდია და ამიტომ ძირითადად საახალწლო საჩუქრებს ვამზადებთ.

ძალიან ბევრი გვწერს, რომ სეკრეტ სანტაა და არ იცის რა აჩუქოს, გვიყვებიან საკუთარი ადრესატის ინტერესების შესახებ და ჩვენ ვცდილობთ ყოველივე ამის გათვალისწინებით სასურველი საჩუქარი შევქმნათ.

– თქვენი საჩუქრების ასორტიმენტი როგორია?

— ხელნაკეთი ნივთები, სასაჩუქრე ნაკრებები ტკბილეულითა და სხვადასხვა ნუგბარით, სასაჩუქრე ნაკრები ქალებისთვის (თავის მოვლის საშუალებები) და მამაკაცებისთვის და ა.შ.

© FB/მაჩუქესასაჩუქრე ნაკრები მამაკაცებისთვის
სასაჩუქრე ნაკრები მამაკაცებისთვის - Sputnik საქართველო
სასაჩუქრე ნაკრები მამაკაცებისთვის

– ზოგადად, ყოველთვის რთულია საჩუქრების შერჩევა, განსაკუთებით მამაკაცებისთვის, ამ კუთხით რას სთავაზობთ მომხმარებელს?

— შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ამ სეგმენტს, მგონი, ყველაზე უკეთ მოვერგეთ. გვაქვს სასაჩუქრე ნაკრებები სხვადასხვა ვისკით, სიგარებით…

– წინასაახალწლოდ ყველაზე მეტი მოთხოვნა რაზე გაქვთ?

— სასაჩუქრე ნაკრები მამაკაცებისთვის — ვისკებით და სიგარებით. ეს ალბათ იმიტომ, რომ გოგონებს განსაკუთრებით უჭირთ საპირისპირო სქესისთვის საჩუქრის შერჩევა, ასევე ხელნაკეთი ქილები და ჭიქები ტკბილეულით. 

© FB/მაჩუქესაახალწლო საჩუქრები
საახალწლო საჩუქრები - Sputnik საქართველო
საახალწლო საჩუქრები

– სად იქმნება საჩუქრები?

— ბოლო დღეებია ჩემი სახლი საჩუქრების სახელოსნოდ იქცა. გამომდინარე იქიდან, რომ „მაჩუქეს“ ჯერ მაღაზია არ აქვს, ძირითადად სახლში ვმუშაობთ და საჩუქრები ადრესატებთან თავად მიგვაქვს. საჩუქრების ფასები ჩვენთან 15 ლარიდან იწყება, რაც, დამეთანხმებით, ძვირი არ არის.

– საახალწლოდ თუ მისცემდით რჩევებს მკითხველს რა ვაჩუქოთ ჩვენს საყვარელ ადამიანებს?

— იმისათვის, რომ გაახაროთ საყვარელი ადამიანი, საჭიროა მონდომება და ცოტაოდენი ფანტაზია. 

ყველა ახალი ამბავი
0