საახალწლო კინოუიკენდი თბილისში : რა ვნახოთ 29 დეკემბერს – 2 იანვარს

გამოწერა
საახალწლო კინო, რომელსაც განწყობის ამაღლება უკიდეგანოდ შეუძლია - „Sputnik-საქართველო“ განაგრძობს ყველაზე ცხელი კინოპრემიერებისა და საინტერესო ფილმების მიმოხილვას, რომლებიც კინომანებმა არ უნდა გამოტოვონ.

29 დეკემბრიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი კინოსურათების პრემიერები გაიმართება:

 „ყინულის დედოფალი 3: ცეცხლი და ყინული“  (Snow Queen 3: Fire and Ice) — რეჟისორ ალექსეი ციცილინის საახალწლო ანიმაციური სურათი, „თოვლის დედოფლები 2“-ის პრიკველი. ყველანაირ უსიამოვნებებში გარევის ნიჭი — მათი საოჯახო თვისებაა. თუმცა რა უნდა მოსთხოვო, ვინც თოვლიან გარემოში ტროლების გარემოცვაში გაიზარდა. კაი და გერდა გაიზარდნენ და განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდნენ  - ამჟამად ისინი მსოფლიო მასშტაბის კატასტროფებში დამნაშავეები ხდებიან. ფილმს ასაკობრივი ზღვარი გააჩნია (+6). 

 „მგზავრები“(Passengers) — რეჟისორ მორტენ ტილდუმის ფანტასტიკური მელოდრამა ჯონ სპეისის სცენარით. მთავარ როლებში  - კრის პრეტი და ჯენიფერ ლოურენსი. კოსმოსური ხომალდი ხუთი ათასი მგზავრით ბორტზე, რომლებიც ფრენის პერიოდში ხელოვნური ძილის მდგომარეობაში არიან, პლანეტისკენ მიფრინავს, რომელიც მათთვის ახალი სახლი უნდა გახდეს. სისტემის გაუმართაობის გამო მოულოდნელად ორი მგზავრი იღვიძებს. ისინი ხვდებიან, რომ გზაში 90 წელი უნდა დაჰყონ და სიცოცხლის ბოლო წლები ხომალდის მდიდრულ ინტერიერში უნდა გაატარონ, რომელიც უახლესი ტექნიკით არის აღჭურვილი. ჯიმს და ავრორას ერთმანეთი შეუყვარდებათ, მაგრამ ხომალდს საფრთხე ემუქრება. ახლა ხომალდის ყველა მგზავრის სიცოცხლე და ბედი მათზეა დამოკიდებული. 

 „ცუდი სანტა 2“ (Bad Santa 2) —რეჟისორ მარკ უოტერსის კრიმინალური კომედია ბილი ბობ ტორნტონით მთავარ როლში. სიუჟეტის ცენტრშია გაიძვერა ვილის საახალწლო თავგადასავლების გაგრძელება. შობის წინ ის, როგორც ყოველთვის, სანტა კლაუსის სამოსში გამოეწყობა, რადგან ასე ადვილია მორიგი სუპერმარკეტის ძარცვა. მაგრამ შობაზე სასწაულები ხდება. რას მოუტანს ის ვილის ამჟამად? ფილმს ასაკობრივი შეზღუდვა გააჩნია 16+. 

გასული კვირიდან თბილისის კინოთეატრების ეკრანებზე გამოვიდა „მკვლელის კრედო“ (Assassin's Creed) — პოპულარული კომპიუტერული თამაშების Assassin’s Creed-ის მიხედვით გადაღებული რეჟისორ ჯასტინ კურზელის ამერიკული სამეცნიერო-ფანტასტიკური ბოევიკი.

თბილისის კინოთეატრებშია „ვარსკვლავური ომების“ სპინ-ოფი — ფანტასტიკური ფილმი „გარიყული: ვარსკვლავური ომების ისტორია“, ამერიკული დრამა „მოჩვენებითი სილამაზე“ უილ სმიტის, ქეით უინსლეტის, ედვარდ ნორტონის, კირა ნაითლისა და ჰელენ მირენის მონაწილეობით, ასევე თავზეხელაღებული კომედია „საახალწლო კორპორატივი“ (+18).

თბილისის კინოთეატრებში ისევ შეგიძლიათ ნახოთ რობერტ ზემეკისის სამხედრო დრამა „მოკავშირეები“ — მთავარ როლებში მარიონ კოტიარითა და ბრედ პიტით და ფსიქოლოგიური თრილერი სახელწოდებით „ღამის ცხოველები“ ჯეიკ ჯილენჰოლით და ემი ადამსით მთავარ როლებში.

მულტფილმები — „ოზი: ძაღლების დიდი გაქცევა (Ozzy) — ალბერტო როდრიგესისა და ნაჩო ლა კაზას სათავგადასავლო მულტფილმი და ანიმაციური სურათი „მოანა“.

გისურვებთ სასიამოვნო კინოჩვენებას!

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0