რუსი ახალგაზრდობის კავშირის პრესკონფერენცია: წლის შედეგები და ახალი პროექტები

© Sputnik / Levan Avlabreliთბილისის საერთაშორისო პრესცენტრი
თბილისის საერთაშორისო პრესცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსი ახალგაზრდობის კავშირის პრესკონფერენცია თემაზე „წლის შედეგები და ახალი პროექტები“ თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში ხუთშაბათს, 29 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

პრესკონფერენციის მონაწილეები რუსი ახალგაზრდობის კავშირის მიერ  2015 წელს გაწეული სამუშაოების შედეგებსა და საქმიანობის პერსპექტივებზე ისაუბრებენ.

განსაკუთრებული ყურადღება განხორციელებულ საერთაშორისო პროექტებსა და ასევე საქართველოს რუსი თანამემამულეების სამართლებრივი დაცვის ცენტრის მიმდინარე მოღვაწეობას დაეთმობა.

სამართლებრივი დაცვის ცენტრის ძირითადი მიზანი საქართველოში მცხოვრები რუსი თანამემამულეებისთვის სამართლებრივი და სხვა სახის აუცილებელი დახმარების აღმოჩენაა მათი უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის შემთხვევაში, ადამიანის უფლებების სფეროში საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად.

პრესკონფერენციის მონაწილეები:

— საქართველოს რუსი ახალგაზრდობის კავშირის თავმჯდომარე ალექსანდრ ბეჟენცევი;

— სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე დიმიტრი ბრეგვაძე.

თბილისის საერთაშორისო პრესცენტრის მისამართი:

თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №61, „ცე“ ბლოკი, მე-5 სართული.

ტელეფონი: 555 90 89 77.

ყველა ახალი ამბავი
0