მერია მეტროპოლიტენის რეაბილიტაციაზე დაახლოებით 30 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს

© photo: courtesy of Irakli Lekvinadzeირაკლი ლექვინაძე
ირაკლი ლექვინაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
2017 წელს თბილისის მერია მეტროს სადგურების რეაბილიტაციას და ვაგონების განახლებას გეგმავს. ამის შესახებ „Sputnik–საქართველოს“ დედაქალაქის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა.
მერია მეტროპოლიტენზე დაახლოებით 30 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს

„2017 წელს თბილისის მერიის მთავარი პრიორიტეტი ტრანსპორტი იქნება, სადაც მოცულობითი წილი მეტროს განახლების პროგრამას უჭირავს. იგეგმება რამდენიმე სადგურის რეაბილიტაცია და 30-ზე მეტი ვაგონის განახლება. ასევე დასრულდება ერთი ახალი სადგურის მშენებლობაც“, — აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

მეტროპოლიტენში დაგეგმილ სამუშაოებზე თბილისის მერიას დაახლოებით 30 მილიონი ლარი აქვს გათვალისწინებული. 

ყველა ახალი ამბავი
0