„Sputnik-საქართველო“ სხვადასხვა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ქართველი სელებრითების საახალწლო ნაძვის ხეებს წარმოგიდგენთ.
ტელეწამყვანმა შორენა ბეგაშვილმა წელს მწვანე ხელოვნური ნაძვი აირჩია, რომელიც წითელი სათამაშოებით მორთო.
მომღერალ ნინო ჩხეიძის საახალწლო კუთხე თოვლის ბაბუის ნამდვილ სახლს დაემსგავსა. საახალწლო ნაძვის ხის გარდა, რომელიც მდიდრულად და გემოვნებითაა მორთული, ბუხარიც გალამაზებულია.
მოდელმა თიკა ფაცაციამ საახალწლო ნაძვის ხე წითელი სათამაშოებით მორთო, რომლის გვერდით თოვლის ბაბუა და ირმებშებმული მარხილი დგას.
დიზაინერმა და მოდელმა ანუკი არეშიძემ წითელ სათამაშოებთან ერთად დიდი თეთრი ყვავილები გამოიყენა, რომლებიც ძალიან მოუხდა ნაძვის ხეს.
მომღერალ სოფო ნიჟარაძის ნაძვის ხე ძალიან ორიგინალურია. ნაძვის ხის ქვედა ნაწილი შინდისფერი სათამაშოებით არის მორთული, ზედა ნაწილი კი თეთრი ფერის სხვადასხვა ფორმის სათამაშოებით.
ნინი ბადურაშვილმა საახალწლო ნაძვის ხე სხვადასხვა ფერის სათამაშოებით მორთო და არშიასავით წითელი მძივები შემოახვია.
მოდელ თაკო ჩხეიძის ნაძვის ხე თეთრი და წითელი სათამაშოებით, ბაფთებითა და ყვავილებით არის მორთული.
მოდელმა ანა შელიამ აირჩია ვერცხლისფერი და იასამნისფერი სათამაშოები.
მომღერალ მარკუს მეტრეველს ყველაფერი მდიდრული და ძვირფასი უყვარს, ამის დადასტურება მისი საახალწლო ნაძვის ხეა.
სამკაულების დიზაინერი მაია მიქაშავიძე იმის თვალსაჩინო მაგალითია, რომ მთავარი ფანტაზიაა. მან პატარა ნაძვის ხეს მიანიჭა უპირატესობა, რომელიც მიქაშავიძის სტილში შესრულებული ხელნაკეთი სათამაშოებით არის მორთული და ჯადოსნურად გამოიყურება.