NASA-მ ბიბლიური ისტორიის ჭეშმარიტება დაადასტურა

გამოწერა

NASA-ს მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ბიბლიაში, ძველ აღთქმაში მოთხრობილი ისტორია სრული სინამდვილეა. NASA-ს კოსმოსური პროგრამების კონსულტანტის ჰაროლდ ჰილის თქმით, ეს აღმოჩენა „ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარია, რომელიც ოდესმე მომხდარა კაცობრიობის ისტორიაში“.

მეცნიერებმა კოსმოსური ობიექტების — მზის, მთვარისა და პლანეტების ამჟამინდელი, 100 და 1000 წლის წინანდელი პოზიციები შეისწავლეს თანამგზავრების ზუსტი ორბიტების გამოსათვლელად, რათა მომავალში მათი შეჯახებები თავიდან აეცილებინათ…

ის, რასაც ქვემოთ გიამბობთ, აბსოლუტური სიმართლე რომაა, ამაში დასარწმუნებლად წინდაწინ გთავაზობთ ვიდეოს.

სწორედ ამ გამოთვლების პროცესში გაირკვა, რომ კოსმოსში ერთი დღე საერთოდ არ არსებობს! თავიდან მეცნიერებმა იფიქრეს, რომ სადღაც რაღაც შეეშალათ. ამიტომ გამოთვლები რამდენჯერმე გადაამოწმეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ შეცდომა არსად არ დაუშვიათ: კოსმოსმა ერთი დღე ჯერ კიდევ ღრმა წარსულში „დაკარგა“.

გამოცანაზე პასუხს ვერავინ იძლეოდა, სანამ NASA-ს ერთ-ერთ თანამშრომელს არ გაახსენდა ბავშვობაში საკვირაო სკოლაში ნასწავლი ბიბლიური ისტორია მზის ერთი დღით გაჩერების შესახებ.

მეცნიერებმა კოლეგას არ დაუჯერეს. მაშინ მან ბიბლია მოიტანა, გადაშალა და ხმამაღლა წაუკითხა  ნაწყვეტი ისო ნავეს ძის, იგივე ისუ მართალის წიგნიდან:

„მაშინ ელაპარაკა ისუ უფალს, იმ დღეს, როცა დაამარცხებინა უფალმა ისრაელიანებს ამორეველები, და თქვა ისრაელის გასაგონად: მზეო, დადექ გაბაონის თავზე, და, მთვარევ, აიალონის ველზე… დადგა მზე და არ დაძრულა მთვარე, ვიდრე თავის მტრებს არ გაუსწორდა ხალხი…  იდგა მზე შუაგულ ცაში და თითქმის მთელი დღე აყოვნებდა ჩასვლას“.

და კოსმოსური სივრცეების მკვლევარმა მეცნიერებმა გადაწყვიტეს, რომ ბიბლიაში აღწერილი დღე სწორედ ის დღე იყო, რომელიც „დაკარგეს“.

ამის შემდეგ კვლავ გადაამოწმეს კომპიუტერული გამოთვლები და აღმოაჩინეს, რომ რეალურად აკლდებოდათ არა სრული ერთი დღე, არამედ 23 საათი და 20 წუთი. 40 წუთი კვლავ სადღაც „გაბნეული“ რჩებოდა.

სწავლულებმა საშველად ისევ ბიბლიას უხმეს — ესაიას წიგნის 38-ე თავს:

„აი ნიშანი შენთვის იეჰოვასგან, რომ იეჰოვა შეასრულებს თავის ნათქვამ სიტყვებს. აჰა, ათი საფეხურით დავაბრუნებ უკან მზის ჩრდილს, რომელიც უკვე ჩამოსულია ახაზის საფეხურებზე“.

მეცნიერებმა კიდევ ერთხელ გამოთვალეს და დაადგინეს, რომ ეს სწორედ ის „სადღაც გაბნეული“ 40 წუთი იყო.

გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც ზემოთ მოთხრობილი ამბის ნამდვილობაში დაგარწმუნებთ.

ყველა ახალი ამბავი
0