მელოდია, რომელიც ორგანიზმში სტრესის ჰორმონების დონეს ამცირებს

გამოწერა

თუ რთული დღე გაგითენდათ და ნერვები დაგეძაბათ, გაითვალისწინეთ Mindlab International-ის ნეირობიოლოგების რჩევა, რომლებმაც ზუსტად იციან, რა გიშველით, რა მოგიხსნით სტრესს.

მეცნიერთა ჯგუფმა ექსპერიმენტი ჩაატარა და გაარკვია, რომ ცდის მონაწილეთა ზოგადი შფოთვის დონე 65%-ით მცირდებოდა, როცა მათ კომპოზიცია Marconi Union-ის კომპოზიციას Weightless ასმენინებდნენ.

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ეს მელოდია, აბსოლუტურად ჰარმონიული ჟღერადობის მისაღწევად, თერაპევტებთან ერთად შეიქმნა. სწორედ ამიტომაც მისი მოსმენისას ადამიანს უთანაბრდება პულსი, უმცირდება სისხლის წნევა და ასევე კორტიზოლის, ანუ სტრესის ჰორმონის დონე.

ყველა ახალი ამბავი
0