იაპონიაში მაიმუნსა და მამალს შორის „ხელისუფლების გადაცემის“ ცერემონია გაიმართა

© FL/ lighthousenewsus ახალი წელი იაპონიაში
ახალი წელი იაპონიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასული და მომავალი წლების სიმბოლოებს შორის „ხელისუფლების გადაცემის“ ცერემონია იაპონიაში ყოველწლიურად ტარდება და მასში, როგორც წესი, ნამდვილი ცხოველები და ფრინველები იღებენ მონაწილეობას.

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. იაპონიაში გაიმართა ცერემონია, რომელზეც 2016 წლის სიმბოლომ – მაიმუნმა ახალ სიმბოლოს, მამალს გადასცა „ხელისუფლება“, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

ცერემონია ოსაკაში, ცუტენკაკუს კოშკში გაიმართა და მას სამი მაიმუნი და ორი მამალი „ესწრებოდნენ“.

სანტას ფორმაში ჩაცმული მოთხილამურე მონაწილეობს სანტა კლაუსების საქველმოქმედო დაშვებაში ამერიკის სათხილამურო კურორტზე River Resort მეინის შტატში - Sputnik საქართველო
მსოფლიო ახალი წლისათვის ემზადება: სანტა კლაუსები, ნაძვის ხეები და საზეიმო განწყობა

მომავალი წლის სიმბოლოს გზა კაბუკის მსახიობმა სიკან ნაკამურამ დაულოცა იმგვარად შედგენილი მოკლე ტექსტით, რომელში მრავლად იყო „ტო“ და „რი“ მარცვლებიანი სიტყვები. „ტორი“ იაპონურად ნიშნავს ფრინველს, ხოლო „ტორი-დოსი“ — მამლის წელს.

„იმისათვის, რომ სამყაროს ფერადოვანი ბედნიერება დაეუფლოს! იმისათვის, რომ იაპონიამ დაიბრუნოს სასიცოცხლო ენერგია და მხნეობა!“ — ისურვა მსახიობმა ახალ წელს.

გასული და მომავალი წლების სიმბოლოებს შორის „ხელისუფლების გადაცემის“ ცერემონია იაპონიაში ყოველწლიურად ტარდება და მასში, როგორც წესი, ნამდვილი ცხოველები და ფრინველები იღებენ მონაწილეობას. გამონაკლისი მხოლოდ დრაკონის წელიწადში ხდება – „გასაგები მიზეზის გამო“.

ჩინეთისგან განსხვავებით, იაპონიაში მამლის წელი მხოლოდ იანვრის ბოლოს შეაბიჯებს, თუმცა „ხელისუფლება“ მას უკვე 1 იანვარს გადაეცემა.

ყველა ახალი ამბავი
0