თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი“ იუწყება, რომ 27 დეკემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შარტავას, იოსებიძის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის და პეტრე ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.