საქართველოში პენსიის მითვისების ბრალდებით სოციალური სააგენტოს თანამშრომლები დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerლარი
ლარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თაღლითებმა 116 ათასი ლარი მიითვისეს, რომელიც თითქოს 29 პენსიონერისთვის უნდა გადარიცხულიყო.

თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. დიდი ოდენობით თანხის თაღლითური გზით მითვისების ბრალდებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები დააკავეს, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

მონაცემთა დამუშავება - Sputnik საქართველო
თაღლითებმა ბანკების კლიენტები გაქურდეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა იმ 29 პენსიონერის კუთვნილი პენსია მიითვისეს, რომელთა ნაწილი უცხოეთში ცხოვრობს, ნაწილი კი გარდაცვლილია.

დაკავებულებმა ამ პენსიონერების სახელით, რომლებიც ამ დრომდე სოციალური სააგენტოს საერთო ბაზაში ფიქსირდებოდნენ, უწყებას პენსიის ჩარიცხვის აღდგენის თხოვნით მიმართეს. ამასთან, ბრალდებულებმა, როგორც სააგენტოს თანამშრომლებმა, პენსიონერების აღნიშნული „თხოვნა“ დააკმაყოფილეს და დაიწყეს პენსიის გაცემა, რის შემდეგაც ბანკს მიმართეს და 116 ათასი ლარი გაანაღდეს.

გამოძიება აღნიშნულ დანაშაულთან მიმართებით სხვა პირების გამოვლენის საკითხზე მუშაობს.

გამოძიება მიმდინარეობს თაღლითობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 362 მუხლით (ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება), რაც ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0