ნათია ქევხიშვილი: 6 ქალს გადავაფიქრებინეთ საზღვარგარეთ წასვლა
„ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს სოფლად ქალების ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება. ქვეყანაში არ არის სამუშაო ადგილები, ამიტომ დღეს ყველაზე პრიორიტეტულია ვასწავლოთ ამ ქალებს, თუ როგორ გააკეთონ ადგილებზე სოციალური საწარმოები, კოოპერატივები, რათა თვითონვე შექმნან დოვლათი და გამოადგნენ როგორც საკუთარ ოჯახს, ასევე წვლილი შეიტანონ ქვეყნის გაძლიერებაში“, – ამბობს ქალბატონი ნათია.
ნათია ქევხიშვილი ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაციას „ქალები სამართლიანობისთვის“.