მოსკოვში სამი ვაგზლიდან თითქმის 3 ათასი ადამიანი ევაკუირებულია

© photo: Sputnik / Yuri Streletcმატარებელი
მატარებელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ ანონიმურ შეტყობინებებს მატარებლების მოძრაობაზე გავლენა არ მოუხდენია.

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. მოსკოვის ცენტრში „ყაზანის“, „იაროსლავისა“ და „ლენინგრადის“ ვაგზლებიდან დაახლოებით სამი ათასი ადამიანი — მგზავრები და თანამშრომლები არიან ევაკუირებული. ევაკუაცია ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ ანონიმური შეტყობინების შემდეგ განხორციელდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

„აფეთქების მუქარით სატელეფონო ზარის შემდეგ „ყაზანისა“ და „ლენინგრადის“ ვაგზლებიდან გამოყვანილია თითქმის ათას-ათასი ადამიანი, ხოლო „იაროსლავის“ ვაგზლიდან — 750“, — განუცხადა სააგენტოს ანონიმურმა წყარომ მოსკოვის საგანგებო სამსახურებიდან.

ადგილზე შენობების შესამოწმებლად კინოლოგები მივიდნენ.

რუსეთის რკინიგზაში, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ანონიმურ შეტყობინებას მატარებლების მოძრაობაზე გავლენა არ მოუხდენია.

მოგვიანებით ანონიმურმა წყარომ განაცხადა, რომ ყველა ვაგზლის შემოწმება უკვე დასრულებულია და ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოჩენილი არ იქნა.

ყველა ახალი ამბავი
0