კახეთში ავტოავარიას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა

გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ავტოავარიის მიზეზი, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. „სუბარუს“ მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა.

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. ახმეტის რაიონის სოფელ ალავერდთან ავტოავარია მოხდა, რის შედეგადაც ორი ახალგაზრდა დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა, იუწყება კახეთის საინფორმაციო ცენტრი.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტოავარიის მიზეზი, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. „სუბარუს“ მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა.

22 და 23 წლის ახალგაზრდები ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანიდან ადგილზე დაიღუპნენ, ხოლო მესამე ახალგაზრდა დაშავდა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა“, რაც ისჯება ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით.

ყველა ახალი ამბავი
0