ირმა ხეცურიანი: ფარიკაობა ჩემთვის გახდა ცხოვრების სტიმული გახდა
„ის, რომ ცხოვრება, ფაქტობრივად, თავიდან უნდა დამეწყო, ნამდვილად არ იყო მარტივი. ძალიან ბევრი ყოფითი პრობლემა შემხვდა, ძალიან ბევრ დაბრკოლებას წავაწყდი, მაგრამ უახლოესი ადამიანების თანადგომით მივხვდი, რომ თუ მე არ ავიყვანდი ჩემს თავს ხელში და არ ვიტყოდი ჩემს სათქმელს, ისე არაფერი გამომივიდოდა“, — ამბობს ირმა.
ირმა ხეცურიანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, იგი ეტლით გადაადგილდება. ირმა არის ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის ოქროს მედალოსანი.