ექსპერტი: Ту-154-ის ნამსხვრევების გაგრაში ან ლესელიძეში აღმოჩენის შანსი მცირეა

© photo: Sputnik / Dmitriy Petrochenko / ფოტობანკში გადასვლაТУ-154 М
ТУ-154 М - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჰიდროგრაფიული სამსახურის უფროსი Ту-154-ის ნამსხვრევებისა და დაღუპული ადამიანების ცხედრების საქართველოს ტერიტორიაზე გამოჩენას არ ელოდება.

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. შავ ზღვაში ჩავარდნილი რუსული თვითმფრინავის Ту-154-ის ნამსხვრევებისა და დაღუპული ადამიანების ცხედრების საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენა ნაკლებად სავარაუდოა, მიაჩნია საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის უფროსს რევაზ ბაბილუას.

„იქიდან გამომდინარე, რომ თვითმფრინავის დაღუპვის შემდეგ უფრო აღმოსავლეთის ქარი ჭარბობდა, გაგრაში ან ლესელიძეში მისი ნარჩენების აღმოჩნა ნაკლებად სავარაუდოა“, — განაცხადა რევაზ ბაბილუამ.

რაც შეეხება აჭარის სანაპირო ზოლს ან ანაკლიას, ექსპერტის აზრით, იქ რაიმეს აღმოჩენა საერთოდ გამორიცხულია, რადგან ადლერიდან იმ ტერიტორიამდე ბევრი წყალქვეშა ღრმულია (კანიონი), რასაც ემატება წყალქვეშა დინებებიც, რომლებიც საათის ისრის საწინააღმდეგოდ მოძრაობს.

კადრები ტუ-154 თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილიდან - Sputnik საქართველო
კადრები „ტუ-154“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილიდან

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი ტუ-154, რომელიც სირიაში მიფრინავდა, კვირა დილით შავ ზღვაში ჩამოვარდა. უწყების ინფორმაციით, საჰაერო ხომალდის ბორტზე 84 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იყო — 8 სამხედრო მოსამსახურე, ალექსანდროვის სახელობის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის 64 მსახიობი, ასევე რუსული საინფორმაციო საშუალებების 9 წარმომადგენელი, საქველმოქმედო ფონდ "სამართლიანი დახმარების" ხელმძღვანელი ელიზაბეტ გლინკა, რომელიც ცნობილია როგორც დოქტორი ლიზა, და ფედერალური სამსახურის 2 წარმომადგენელი.

საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციაზე დაახლოებით 3 ათასი ადამიანი მუშაობს. გამოიყენება 200 ერთეული ტექნიკა, 30 საზღვაო ხომალდი, 7 თვითმფრინავი, 12 ვერტმფრენი და 20 უპილოტო საფრენი აპარატი, იუწყება რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური. სამაშველო ოპერაცია ღამითაც არ შეჩერდება: თვითმფრინავის ჩამოვარდნის რაიონში განათებები დამონტაჟდება.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური