თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. წუხელ ღამით წყნეთის ქუჩაზე, საკუთარ სახლთან დაჭრილი სასულიერო პირის, მამა გიორგი ცნობილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
გავრცელებული ინფორმაციით, მამა გიორგის უცნობმა პირებმა საკუთარ ავტოფარეხთან ესროლეს. ჭრილობები მას ქვედა კიდურებში აღენიშნება.
სასულიერო პირი ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი.
ექიმების თქმით, ამ დროისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
დანაშაულის ადგილზე სამართალდამცავებმა და ექსპერტ-კრიმინალისტებმა სამუშაოები უკვე ჩაატარეს.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ორი მუხლით: ცეცხლსასროლი იარაღის კანონსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარება და პირისთვის სხეულის წინასწარგანზრახვით ნაკლებმძიმე დაზიანების მიყენება.