ხანძრის ჩაქრობა და განაღმვა: სწავლებები თბილისის აეროპორტში

© courtesy of Tbilisi International Airportთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეხანძრეებმა, მაშველებმა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომლებმა საგანგებო სიტუაციების კოორდინირებულად გამკლავების უნარ-ჩვევები გაიუმჯობესეს.

თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხანძრის ჩაქრობისა და თვითმფრინავის კაბინის განაღმვის სიმულაციური სწავლებები ჩატარდა, ნათქვამია შს სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სწავლებაში მონაწილეობას მიიღეს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრეებმა და მაშველებმა, ასევე თბილისის აეროპორტის თანამშრომლებმა და სააგენტოს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული სამსახურის თანამშრომლებმა. 

სიმულაციური სწავლება მიზნად ისახავდა ინციდენტზე კოორდინირებული რეაგირების უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რაც რეალურ საგანგებო სიტუაციებში კატასტროფების რისკებს შეამცირებს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0