შსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო

გამოწერა

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში  1989 წელს დაბადებული დ.ჩ.. დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური. 

სამართალდამცველებმა, ავტომანქანის ჩხრეკისას, რომლითაც დაკავებული გადაადგილდებოდა, მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით).

 

 

ყველა ახალი ამბავი
0