თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. მცხეთაში პოლიციელი იარაღის გასროლის შედეგად გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა. პოლიციელს საკუთარი იარაღი გაუვარდა და ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.