კათოლიკური სამყარო ქრისტეშობის დღესასწაულისთვის ემზადება

CC BY 2.0 / Xavier Boudreau / ChristmasРождественская служба в католическом храме
Рождественская служба в католическом храме - Sputnik საქართველო
გამოწერა
კათოლიკური შობა მასშტაბურად აღინიშნება ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში, სადაც საშობაო მესას რომის პაპი ატარებს. ამ დღეს რომის პაპი ტრადიციულად, წმინდა პეტრეს ბაზილიკიდან მსოფლიოს 60 ენაზე ულოცავს შობას.

თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. ქრისტეშობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქრისტიანული დღესასწაულია. გრიგორიანული კალენდრით შობას 25 დეკემბერს ზეიმობენ. ამ დღეს  ქალაქ ბეთლემში დაიბადა ძე ღვთისა იესო ქრისტე.  

© FLICKR/ PATRICK SWEENEYიესო ქრისტეს დაბადება
იესო ქრისტეს დაბადება - Sputnik საქართველო
იესო ქრისტეს დაბადება

ეს ერთ–ერთი ყველაზე მთავარი ქრისტიანული დღესასწაულია, ხოლო კათოლიკებისთვის – ყველაზე საზეიმო. ამ დღისთვის რთავენ სახლებს, ნაძვის ხეს, ერთმანეთს ჩუქნიან საჩუქრებს. შობის დღეს მრავალი ტრადიცია არსებობს, რომლებსაც იტალიაში ჩაეყარა საფუძველი და შემდეგ მთელს მსფლიოში გავრცელდა. 

კათოლიკურ შობას არა მარტო კათოლიკეები, არამედ სხვადასხვა კონფესიების პროტესტანტები და ზოგიერთი მართლმადიდებლური გაერთიანება ზეიმობს. ის მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში სახელმწიფო დღესასწაულად ითვლება.

მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეშობას 7 იანვარს აღნიშნავს.

ყველაზე მასშტაბურად შობის დღესასწაული ბეთლემში – ქრისტეს შობის ადგილას აღინიშნება. ტრადიციულად, მორწმუნე კათოლიკეებს იერუსალიმის პატრიარქი ულოცავს.  

© SPUTNIK/ ВЛАДИМИР АСТАПКОВИЧსაშობაო-სადღესასწაულო სანთლები
საშობაო-სადღესასწაულო სანთლები - Sputnik საქართველო
საშობაო-სადღესასწაულო სანთლები

კათოლიკური შობა მასშტაბურად აღინიშნება ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში, სადაც საშობაო მესას რომის პაპი ატარებს. ამ დღეს რომის პაპი ტრადიციულად, წმინდა პეტრეს ბაზილიკიდან მსოფლიოს 60 ენაზე ულოცავს შობას.

შობას ზეიმობენ საქართველოშიც. თბილისში მოქმედ კათოლიკურ ეკლესიებში მორწმუნეები იკრიბებიან და საზეიმო წირვა–ლოცვას ესწრებიან.   

 

 

ყველა ახალი ამბავი
0