თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. დედოფლისწყაროში 55 წლის მამაკაცი მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
მკვლელობა გუშინ, იმ დროს მოხდა, როცა მამაკაცთან სახლში მისი მეგობრები იყვნენ შეკრებილები და ქეიფობდნენ. ადგილობრივების თქმით, ინციდენტი სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო.
მამაკაცს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს. ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ამ დროისათვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის.