ცნობილმა ბითბოქსიორმა ვახტანგ კაპანაძემ თბილისში კონცერტი გამართა

გამოწერა

მუსიკალური პრემიების „მუზ–ტვ“–სა და „ოქროს გრამოფონის“ მფლობელი ვახტანგ კალანდაძე თბილისელი მსმენელის წინაშე წარდგა. „Sputnik საქართველოს“ მიერ შემოთავაზებული ვიდეოს საშუალებით იხილეთ თუ როგორ შეხვდა მომღერალს ქართული აუდიტორია. 

ვახტანგ კალანდაძე - Sputnik საქართველო
ქართული წარმოშობის ცნობილი რუსი ბითბოქსიორი თბილისში გამოვა

ქართული წარმოშობის პოპულარული რუსი ბითბოქსიორი, მუსიკოსი და ვოკალისტი ვახტანგ კაპანაძემ თბილისში კონცერტი Tbilisi Event Hall-ში გამართა.

ვახტანგი წარმოშობით თბილისელია. მას ბავშვობიდან უყვარს სიმღერა და იმპროვიზირება. ცხრა წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. იქ მამამ ბითბოქსი გააცნო. 2009 წელს ვახტანგმა, რომელსაც ამ დროს გნესინების სახელობის მუსიკალური ინსტიტუტი უკვე დამთავრებული ჰქონდა, მონაწილეობა მიიღო ბითბოქსში მსოფლიო ჩემპიონატში და მეორე ადგილი დაიკავა. 

2012 წლის შემოდგომაზე რუსეთში ბითბოქსის ფედერაციის შექმნა დაიწყო და ვახტანგი ამჟამად მისი პრეზიდენტია. 28 წლის მუსიკოსი თავისი გამოსვლების დროს რიტმის, საბაზო ხაზებისა და ვოკალის შესაქმნელად იყენებს თავისი ხმის შესაძლებლობებს, ასევე სემპლერსა და პროცესორის ეფექტს.

ვახტანგი რუსეთში ბითბოქსის განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს, ასევე თანამშრომლობს ისეთ შემსრულებლებთან, როგორიც არიან ვალერი მელაძე, სოსო პავლიაშვილი, ნიუშა, ტიმურ როდრიგეზი, ირაკლი, პეტრ დრანგა, Noize MC, "ВИА Гра" და სხვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0