თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. აშშ-ის ახლადარჩეულ პრეზიდენტს თავის ინაუგურაციაზე, რომელიც 20 იანვარს გაიმართება, უბრალო და არა ცნობილი ადამიანების ხილვა სურს.
„А“ სიიდან ყველა ეგრეთ წოდებულ ცნობილ ადამიანს სურს ჩემ ინაუგურაციაზე დასასწრები ბილეთი, თუმცა, ნახეთ, რა გააკეთეს მათ ჰილარისთვის (კლინტონი) — არაფერი. მე ადამიანები მინდა“, — დაწერა ტრამპმა Twitter-ის გვერდზე.
ამით ტრამპმა მიანიშნა, რომ აშშ-ის ბევრი ცნობილი ადამიანი არჩევნებზე მხარს ჰილარი კლინტონის კანდიდატურას უჭერდა, თუმცა საბოლოოდ მან წააგო.
The so-called "A" list celebrities are all wanting tixs to the inauguration, but look what they did for Hillary, NOTHING. I want the PEOPLE!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) 23 декабря 2016 г.
ტრამპმა 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, თუმცა თითქმის სამი მილიონით ნაკლები ხმა დააგროვა. არჩევნების მეორე ეტაპზე ტრამპმა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრების აუცილებელი 270 ხმა მიიღო.
აშშ-ში პრეზიდენტის არჩევნები ორსაფეხურიანი სისტემით ტარდება. გამარჯვებისთვის აუცილებელია ამომრჩეველთა კოლეგიის 538 წევრის მინიმუმ 270 ხმის მიღება, ტრამპმა კი 280 ხმა მიიღო. ამომრჩევლებმა პრეზიდენტობის კანდიდატს ფორმალურად 19 დეკემბერს უყარეს კენჭი, ხოლო კონგრესი შედეგებს 2017 წლის 6 იანვარს დაამტკიცებს.