მოსკოვში "ჯამაათ თაბლიგის" ექსტრიმისტები დააკავეს

გამოწერა

ძალოვნებმა ექსტრემისტული გაერთიანება "ჯამაათ თაბლიგის" შვიდი მონაწილე დააკავეს, რომლებიც რუსეთში ისლამური ხალიფატის შექმნას ცდილობდნენ.

უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის გვარდიის მხარდაჭერით ხუთშაბათს მოსკოვის ერთ-ერთ რეგიონში სპეცოპერაცია ჩაატარეს და ექსტრემისტული გაერთიანება "ჯამაათ თაბლიგის" შვიდი მონაწილე დააკავეს. სტრუქტურას უცხოელი ემისრები ხელძღვანელობდნენ, მათ საქმიანობაში ჩართული იყვნენ რუსეთის მოქალაქეებიც. "ჯამაათ თაბლიგის" წევრები "კონსპირაციის გაძლიერებულ ზომებს მიმართავდნენ და სამართალდამცველი ორგანოების წინააღმდეგ მოქმედებდნენ", — იუწყება "რია ნოვოსტი".

„ჯამაათ თაბლიგის“ დაკავებული წევრები ახალი თანამოაზრეების იდეოლოგიურ დამუშავებას ეწეოდნენ, სწავლობდნენ აკრძალულ ლიტერატურას, მსჯელობდნენ რუსეთში ისლამური ხალიფატის შექმნის გეგმებზე. მოძრაობაში გადაბირებული მონაწილეები სასწავლებლად ავღანეთსა და პაკისტანში არსებულ ბანაკებში იგზავნებოდნენ.

"ჯამაათ თაბლიგის" საქმიანობა რუსეთში 2009 წელს აიკრძალა. რუსეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ რელიგიური გაერთიანების საქმიანობა მიმართულია "რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისა და რუსეთის მოქალაქეთა რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციისკენ, ასევე საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისკენ".

ყველა ახალი ამბავი
0