განახლებული "კუკუშკა" მგზავრებს 25 დეკემბრიდან მოემსახურება

© FB/ Dachi Tsaguriaდაჩი ცაგურია
დაჩი ცაგურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბორჯომი-ბაკურიანის ულამაზეს მონაკვეთზე მგზავრებს განახლებული მატარებელი ე.წ. „კუკუშკა“ მოემსახურება. ამის შესახებ „sputnik–საქართველოს“ „საქართველოს რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია ესაუბრა.
განახლებული "კუკუშკა" მგზავრებს 25 დეკემბრიდან მოემსახურება

„ვულოცავ სრულიად საქართველოს. გარემონტდა ჩვენი ვიწროლიანდაგიანი ბორჯომი-ბაკურიანის მატარებელი, ე.წ. „კუკუშკა“. მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ განახლებული, სუფთა, სასიამოვნო მატარებლით იმგზავრონ ბორჯომი-ბაკურიანის ულამაზეს მონაკვეთზე“, — აცხადებს დაჩი ცაგურია.

ბორჯომი-ბაკურიანის სარკინიგზო ხაზი საქართველოს რკინიგზის ერთადერთი ვიწროლიანდაგიანი მონაკვეთია, რომელიც 1902 წელს ბორჯომ-ხარაგაულის უბანზე გაიხსნა. წლების შემდეგ კი განახლებული მატარებელი მგზავრებს 25 დეკემბრიდან მოემსახურება.

ყველა ახალი ამბავი
0