დედა სიდონია: გამოფენაზე შემოსულ თანხას პალიატიური მზრუნველობის ცენტრს გადავცემთ

გამოწერა
21 დეკემბერს თბილისში, სასტუმრო „მუზეუმში“ დედა სიდონიას ახალი ნამუშევრების საშობაო გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა, სადაც ქართული ორნამენტული ნაქარგები და ექსკლუზიური სამკაულები გამოიფინა. დედა სიდონია „sputnik–საქართველოს“ გამოფენის შესახებ ესაუბრება.
დედა სიდონია: გამოფენაზე შემოსულ თანხას პალიატიური მზრუნველობის ცენტრს გადავცემთ


„ეს არის პატარა წვლილი ქართული ტრადიციული ორნამენტის და ფერების, ქართული სულის გადარჩენის საქმეში. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის გახლავთ, რომ აღნიშნული გამოფენის მიზანი სიკეთე და ქველმოქმედება იყო. იხსნება პალიატიური მზრუნველობის ცენტრი (ჰოსპისი) და ჩვენ გვინდა შემოსული თანხა გადავცეთ მათ“, — აცხადებს დედა სიდონია.

დედა სიდონია (ნატალია ყაჭიაშვილი) 17 წლის იყო, როდესაც პირველად მივიდა სამთავროს დედათა მონასტერში, რის შემდეგაც თავისი ცხოვრება დედა ეკლესიას დაუკავშირა.

საშობაო გამოფენა-გაყიდვა 25 დეკემბრამდე გასტანს.

ყველა ახალი ამბავი
0