24 დეკემბერი, შაბათი
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ძირითადად უნალექო ამინდი და ცვალებადი მოღრუბლულობა იქნება. დასავლეთ საქართველოში დაუბერავს 17-22 მ/წმ ქარი, აღმოსავლეთში კი 10-15მ/წმ.
დასავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია მინუს 3 პლუს 2, დღისით — პლუს 9-14 გრადუსი. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია მინუს 13-8, დღისით 0-5 გრადუსი სითბო.
აღმოსავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია მინუს 7-2 გრადუსი ყინვა, ზოგან ტემპერატურა შესაძლოა —14 გრადუსამდე დაეცეს, დღისით კი პლუს 2-7 გრადუსი იქნება. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია მინუს 15-10, ზოგან მინუს 21 გრადუსი, დღისით — 5-0 გრადუსი.
თბილისში ძირითადად უნალექო ამინდი და ცვალებადი მოღრუბლულობა შენარჩუნდება. ღამით ჰაერის ტემპერატურა მინუს 5, დღისით პლუს 7 გრადუსი იქნება.
25 დეკემბერი, კვირა
საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში მოთოვს. დაუბერავს 10-15 მ/წმ სიმძლავრის ქარი.
დასავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია 1-6, დღისით — 4-9 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია მინუს 12-7, დღისით მინუს 4 პლუს 1 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია მინუს 3 პლუს 2 გრადუსი, ზოგან ტემპერატურა შეიძლება მინუს 6 გრადუსამდე დაეცეს, დღისით ჰაერი 5-10 გრადუსამდე გათბება. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია —13-8, ზოგან მინუს 18 გრადუსი, დღისით მინუს 5-0 გრადუსი.
თბილისში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. ღამით მინუს 1, დღისით პლუს 8 გრადუსი სითბო.
26 დეკემბერი, ორშაბათი
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრს შეადგენს.
დასავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია 0-5, დღისით — 4-9 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია მინუს 10-5, დღისით მინუს 4 პლუს 1 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია მინუს 4 პლუს 1 გრადუსი, დღისით — 4-9 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია მინუს 10-5, ზოგან მინუს 15 გრადუსი, დღისით მინუს 6-1 გრადუსია მოსალოდნელი.
თბილისში მოსალოდნელია მცირე ნალექი და ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით პლუს 1, დღისით 7 გრადუსი სითბო.