თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. ავიაკომპანია Afriqiyah Airways-ის თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 118 ადამიანი იმყოფება, შეიძლება, გაიტაცეს. საჰაერო ხომალდი მალტაზე დაეშვა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „როიტერზე“ დაყრდნობით.
საინფორმაციო საშუალებების ცნობით, თვითმფრინავის ორი სავარაუდო გამტაცებელი მისი აფეთქებით იმუქრებოდა, მათი მოთხოვნები გარკვეული არაა.
მალტის პრემიერმა განაცხადა, რომ მას მიაწოდეს ინფორმაცია ლიბიის თვითმფრინავის შესაძლო გატაცების შესახებ, რომელმაც კურსი კუნძულისკენ აიღო. „ინფორმაცია ლიბიის შიდა რეისის თვითმფრინავის შესაძლო გატაცების შესახებ მაქვს. მან კურსი მალტისკენ აიღო“, — დაწერა პრემიერმა „ტვიტერის“ თავის ოფიციალურ აკაუნტში.
Informed of potential hijack situation of a #Libya internal flight diverted to #Malta. Security and emergency operations standing by —JM
— Joseph Muscat (@JosephMuscat_JM) 23 декабря 2016 г.