თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. ლიბიური თვითმფრინავის გამტაცებლები მალტაზე პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
„თვითმფრინავს ეკიპაჟის ბოლო წევრები ტოვებენ გამტაცებლებთან ერთად“, — დაწერა მალტის პრემიერ-მინისტრმა ჯოზეფ მუსკატმა Twitter-ის საკუთარ მიკრობლოგში.
Hijackers surrendered, searched and taken in custody.
— Joseph Muscat (@JosephMuscat_JM) December 23, 2016
Afriqiyah Airways-ის კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც ლიბიაში სებჰა-ტრიპოლის მარშრუტით შიდა ფრენას ახორციელებდა, მალტის მიმართულებით გაიტაცეს.
წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავის ბორტზე დაახლოებით 118 ადამიანი იმყოფებოდა.