თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. ლიბიის იმ სამგზავრო თვითმფრინავის გამტაცებლებმა, რომელიც მალტის აეროპორტში დაჯდა, ბორტზე მყოფ მგზავრთაგან ერთი ჯგუფი – 25 მგზავრი გაათავისუფლეს, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“.
First 25 passengers released.
— Joseph Muscat (@JosephMuscat_JM) 23 декабря 2016 г.
„პირველი 25 მგზავრი გათავისუფალია“, — განაცხადა Twitter-ის საკუთარ მიკრობლოგში მალტის პრემიერ-მინისტრმა ჯოზეფ მუსკატმა.
Afriqiyah Airways-ის კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც ლიბიაში სებჰა-ტრიპოლის მარშრუტით შიდა ფრენას ახორციელებდა, გამტაცებლებმა გაიტაცეს და მალტის მიმართულებით წაიყვანეს.
წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავის ბორტზე დაახლოებით 118 ადამიანი იმყოფებოდა. ვებ-გვერდ Malta Today-ს ინფორმაციით, გამტაცებლები იარაღის ჩაბარებაზე დათანხმდნენ.