სტალინის ძეგლი, რომელიც ფაშისტებს გადაურჩა, როსტოვის ოლქში დაიდგა

გამოწერა

იოსებ სტალინის ძეგლი დაიდგა როსტოვის ოქლში, რუსეთისა და უკრაინის საზღვართან ახლოს. იხილეთ Sputnik-ის ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა ძეგლის გახსნის ცერემონია.

იოსებ სტალინის დაბადების დღეზე როსტოვის ოლქში, კუიბიშევოს დასახლებაში "დიდი წინამძღოლისა და მასწავლებლის" იოსებ სტალინის (ჯუღაშვილი) ძეგლი გაიხსნა.

თვით ძეგლის ისტორია, როგორც მისი გახსნისა, საკმაოდ რთულია და, ასე ვთქვათ, დეტექტიურიც. 30-იან წლებში დადგმული ძეგლი 1941 წელს პარტიზანებმა მოხსნეს და გერმანული ჯარისგან დასახლების ბოლოში ამოთხრილ ჭაში გადამალეს.

ომის შემდეგ ძეგლის აღდგენა სცადეს, მაგრამ ამას ეწინააღმდეგებოდა ეგრეთ წოდებული "პიროვნების კულტის საქმე". 1953 წლის შემდეგ კი ძეგლი საერთოდ მიივიწყეს.

წლების შემდეგ კუიბიშევოს დასახლების ახალმა გამგებელმა — კომუნისტმა ალექსანდრ სამუილოვიჩ კრივოვოროტოვმა მიაგნო ისტორიულ დოკუმენტებს, რომლებშიც სტალინის ძეგლის "გმირულ" წარსულზე იყო საუბარი. ადმინისტრაციის, ადგილობრივი ისტორიკოსებისა და ეთნოგრაფების დახმარებით ძეგლი მოიძებნა, გასუფთავდა, აღდგა და ძველ ადგილს დაუბრუნდა – დასახლების ცენტრალურ მოედანს, რათა, ასე ვთქვათ, აღდგენილიყო ისტორიული სამართლიანობა.

ძეგლის დადგმის წინააღმდეგ გამოვიდნენ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი და რაიონული და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ ალექსანდრ კრივოვოროტოვი ძალიან მონდომებული იყო და საკუთარი გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ არ შეიძლება ისტორიის გადაწერა თაობის სურვილის მიხედვით, ხოლო კუიბიშევოში უბრალოდ ვალდებული არიან მიუზღონ სტალინს დამსახურების მიხედვით. კრივოვოროტოვს მხარი დაუჭირეს საოლქო პატრიოტულმა ორგანიზაციებმა, რომლებიც კუიბიშევოში აქტიურ სამძებრო მოქმედებებს ახორციელებენ და ისტორიას უბრუნებენ ბრძოლებისა და ომების ფრაგმენტებს, რომლებიც დიდი სამამულო ომის პერიოდში ხდებოდა რაიონის ტერიტორიაზე.

საბოლოოდ, 2016 წლის 21 დეკემბერს მოსახლეებმა და მოწვეულმა სტუმრებმა თავი მოიყარეს და ძეგლი საზეიმო ვითარებაში გახსნეს დასახლების ცენტრში, ფატიურად იმავე ადგილზე, სადაც ის დაახლოებით 80 წლის წინ პირველად დაიდგა.

ყველა ახალი ამბავი
0