სინოდის სხდომაზე საქართველოს საპატრიარქოში მომხდარ სკანდალზე არ უმსჯელიათ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliძველი თბილისი
ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეუფე იოსებმა საპატრიარქოს ყველა პრობლემაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის მდივან–რეფერენტი დაადანაშაულა.

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 40 წლისთავთან დაკავშირებით ჩასატარებელი საზეიმო ღონისძიებები განიხილეს. 

აღსაყდრებიდან 40 წლისთავთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებები 25 დეკემბერს გაიმართება, ხოლო დაბადების დღესთან დაკავშირებით – 4 იანვარს.

წმინდა სინოდის სხდომა ჟურნალისტებსა და მრევლს უფრო მეტად საპატრიარქოში დაპირისპირების გამო აინტერესებდათ.

სხდომის დაწყებამდე კათოლიკოს–პატრიარქის თანაშემწემ, მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ილია მეორის დაცვის უფროსის, სოსო ოხანაშვილის გათავისუფლებას აპირებდა. ოხანაშვილი პატრიარქის ძმიშვილის სიძეა.

„აუცილებლად გავუშვებ მაგას“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე სვეტიცხოველში - Sputnik საქართველო
პატრიარქის დაბადების დღე თბილისში კონცერტით აღინიშნება

სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც გაზეთ „პრაიმ–ტაიმში“ დაიბეჭდა ინფორმაცია, რომ მეუფე თეოდორეს, თითქოსდა, თბილისში, ჯანაშიას ქუჩაზე 1,5 მილინ აშშ– დოლარის ღირებულების პენტჰაუსი ჩამოართვეს.

საპატრიარქოს განმარტების გაკეთება მოუწია. მისი ინფორმაციით, საუბარია არა პენტჰაუსზე, არამედ ნაგებობაზე თეთრი  კარკასის დგომარეობაში. ამასთან, 269 კვ. მ. შენობის ფასი ბევრად ნაკლებია, ვიდრე სტატიაშია მითითებული.

ეს იყო შპს MGI–ს შენობა, რომლის 35% საპატრიარქოს ეკუთვნოდა. ის დროებით, როგორც საპატრიარქოს წარმომადგენელზე, მეუფე თეოდორეზე იყო გაფორმებული, ხოლო იპოთეკისა და სხვა ვალდებულებებისგან გათავისუფლების შემდეგ უშუალოდ საქართველოს საპატრიარქოს გადაეცა.

ზოგიერთმა მღვდელმსახურმა ოხანაშვილი სტატიის შეკვეთასა და სასულიერო პირთა შორის განხეთქილების შეტანის მცდელობაში დაადანაშაულა. თავად ოხანაშვილი პუბლიკაციასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს. 

საქართველოს საპატრიარქოში არსებულ ყველა პრობლემაში მეუფე იოსებმა კათოლიკოს–პატრიარქის მდივან–რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი დაადანაშაულა. მან თეთრუაშვილს „რუხი კარდინალი“ უწოდა, რომელსაც საპატრიარქოში განუსაზღვრელი ძალაუფლება აქვს.

მეუფე იაკობის განცხადებით, უნდა აღდგეს საეკლესიო სასამართლო და თუ სინოდს გარკვეული საკითხების გადაჭრა არ ძალუძს, ისინი „დიდ საეკლესიო კრებაზე“ უნდა გაიტანონ, რომლის მუშაობაშიც არა მხოლოდ სასულიერო, არამედ საერო პირებიც ჩაერთვებიან.

 

ყველა ახალი ამბავი
0