თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. მოსკოვში 80 წლისა გარდაიცვალა იოსებ სტალინის შვილიშვილი ევგენი ჯუღაშვილი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სასწრაფო სამედიცინო დახმარების საინფორმაციო ცენტრზე დაყრდნობით.
ევგენი ჯუღაშვილი 1936 წელს დაიბადა ქალაქ ურიუპინსკში. მან ჟუკოვსკის სახელობის სამხედრო-საჰაერო საინჟინრო აკადემიის რადიოტექნიკის ფაკულტეტი დაამთავრა. დიდხანს მუშაობდა სამხედრო წარმომადგენლობების სისტემაში, კერძოდ, აკადემიკოს სერგეი კოროლიოვის ჯგუფის შემადგენლობაში, რომელიც ბაიკონურის კოსმოდრომიდან კოსმოსური ობიექტების, მათ შორის, პირველი კოსმონავტის იური გაგარინის ხომალდის გაშვებას ამზადებდა.
1991 წლიდან ევგენი ჯუღაშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებს რუსულ და ქართულ პოლიტიკაში. ცნობილი წინაპრის პატივისა და ღირსების დაცვის მიზნით არაერთი სარჩელი აქვს სასამართლოში შეტანილი სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების წინააღმდეგ.
2015 წელს ჯუღაშვილმა დაწერა წიგნი სახელწოდებით Мой дед — Сталин. Он — святой! გარდა ამისა, შეასრულა სტალინის როლი მამის, იაკობ ჯუღაშვილის შესახებ გადაღებულ ფილმში.