არ იდარდო მაშინაც კი, როცა „ხოჩეშ კანფეტკუ დამზე“ პასუხი „ნეტუა“

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშივახტანგ კიკაბიძე ფილმში „არ იდარდო“
ვახტანგ კიკაბიძე ფილმში „არ იდარდო“ - Sputnik საქართველო
გამოწერა

ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენ აივანზე ისეთი სუფრა იშლება, ისეთი ხალხი მობრძანდება, იმგვარად სხვანაირი ქართული სითბო, ხიბლი და პეწი ტრიალებს, რომ უკვე წინასწარ ვნერვიულობ — საახალწლოდ რაღა მოვიგონო, რომ ეს დღევანდელი ქეიფი გადაფაროს?

მოკლედ, რაც ამ ჩემი შესანიშნავი, წიკლაურის ქუჩის მეზობლების წინაშე დამიშავებია — ორჯერ წყალი ჩავუშვი, სამჯერ ნაგავი ცუდად შევკარი და კატებმა  მიმოფანტეს, ერთხელ კი ქვედა მეზობლებს მწვადზე არ დავეწვიე — ყველაფერი უნდა მომიტევონ…

© photo: Sputnik / И. Гневашев / გადასვლა მედიაბანკშივახტანგ კიკაბიძე, გიორგი დანელია და ფრუნზიკ მკრტჩიანი საერთაშორისო კინოფესტივალზე
ვახტანგ კიკაბიძე, გიორგი დანელია და ფრუნზიკ მკრტჩიანი საერთაშორისო კინოფესტივალზე  - Sputnik საქართველო
ვახტანგ კიკაბიძე, გიორგი დანელია და ფრუნზიკ მკრტჩიანი საერთაშორისო კინოფესტივალზე

რადგან დღეს ჩვენი სტუმრები არიან უნიჭიერესი და უსაყვარლესი კაცის გიორგი დანელიას ფილმ „არ იდარდოს“ (Не горюй) გმირები; ფილმისა, რომლის პრემიერა შედგა ზუსტად ამ დღეს, 1969 წლის 22 დეკემბერს.

ახლა კი შემოგთავაზებთ ნაწყვეტს ფილმიდან, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება ჩვენი თბილისური, ქვაფენილიანი აღმართის გაზაფხულიან-ზაფხულიან სინამდვილეს, როცა მთელი უბანი ქეიფობს და ხეზე აბრძანებული მეარღნის, საყვარელი იპოლიტე ხვიჩიას დანახვაც კი მაინც და მაინც არავის გაუკვირდება.

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშიდიდებული ვერიკო ანჯაფარიძე ფილმში „არ იდარდო“
დიდებული ვერიკო ანჯაფარიძე ფილმში „არ იდარდო“ - Sputnik საქართველო
დიდებული ვერიკო ანჯაფარიძე ფილმში „არ იდარდო“

ერთ რამეში ვარ დარწმუნებული: როდესაც ჩამოვთვლი ამ განუმეორებელი ფილმის გმირებს, თითოეული მათგანის სახელთან ერთად თქვენი გული მზის კიდევ ერთი ჩაქსოვილი სხივით გათბება. მაშ ასე: სერგო ზაქარიაძე, ვერიკო ანჯაფარიძე, დოდო აბაშიძე, ვახტანგ კიკაბიძე, სოფიკო ჭიაურელი, ევგენი ლეონოვი, ანასტასია ვერტინსკაია, სესილია თაყაიშვილი, ზურაბ ქაფიანიძე, არიადნა შენგელაია, იპოლიტე ხვიჩია, კარლო საკანდელიძე, გოგი ქავთარაძე, სერგეი ფილიპოვი, აბესალომ ლორია, ია ნინიძე, ბაადურ წულაძე, ლია გუდაძე, გია ბადრიძე, შეუდარებელი ფრუნზიკ მკრტჩიანი და… ვინმე რენე ხობუა!
იცით, რატომ გამოვყავი რენე ხობუას გვარი? 

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშისერგო ზაქარიაძე მკურნალ ლევან ცინცაძის როლში
სერგო ზაქარიაძე მკურნალ ლევან ცინცაძის როლში - Sputnik საქართველო
სერგო ზაქარიაძე მკურნალ ლევან ცინცაძის როლში

იმიტომ რომ იმ დროს გია დანელიას გარდა კაციშვილმა არ იცოდა, ვინ იყო ეს ტიტრებში ნახსენები რენე ხობუა. მხოლოდ მერეღა გახდა ცნობილი, რომ ეს იყო ქართველი მშენებელი, რომელიც სრულიად შემთხვევით აღმოჩენილა იმავე სასტუმროში, რომელშიც ცხოვრობდა გია დანელია თბილისში და რომელიც მომავალი ფილმის სცენარის განხილვის უნებლიე მოწმე გამხდარა. დანელიამ დაიმახსოვრა მისი სახელი და გვარი და, „შორიდან მხარდაჭერის“ გამო, ის თავისი მომავალი ფილმების ვირტუალურ გმირად აქცია.

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშიგენერალი ვამეხ ვახვარი, იგივე დოდო აბაშიძე ადიუტანტ ზურაბ ქაფიანიძესთან ერთად
გენერალი ვამეხ ვახვარი, იგივე დოდო აბაშიძე ადიუტანტ ზურაბ ქაფიანიძესთან ერთად  - Sputnik საქართველო
გენერალი ვამეხ ვახვარი, იგივე დოდო აბაშიძე ადიუტანტ ზურაბ ქაფიანიძესთან ერთად

ასე გაჩნდა რენე ხობუას გვარი „არ იდარდოს“ ტიტრებში და თილისმასავით გაჰყვა დანელიას ყველა შემდგომ ფილმს.

საერთოდ, „არ იდარდოში“ ბევრი რამ მოხდა პირველად.

მაგალითად, ეს იყო გია დანელიას მიერ გადაღებული პირველი ფერადი ფილმი. ასევე ეს იყო გია დანელიას პირველი ფილმი, რომლითაც დაიწყო მისი შემოქმედებითი თანამშრომლობა სცენარისტ რეზო გაბრიაძესთან, რომელიც მომავალში გაგრძელდა ფილმებში „მიმინო“, „ქინ-ძა-ძა“ და „პასპორტი“. გარდა ამისა, ეს იყო დანელიას პირველი ფილმი, რომლისთვისაც მუსიკა შექმნა შემდგომში რეჟისორის მუდმივმა თანაავტორმა გია ყანჩელმა. თანაც რა მუსიკა?! თავად გია ყანჩელმა კი, გია დანელიასთან თანამშრომლობის აღსანიშნავად შექმნა კომპოზიცია, რომელსაც „პატარა დანელიადა“ დაარქვა.


გია დანელიას ფილმი „არ იდარდო“ კიდევ ერთი რამით არის განსაკუთრებული — ის საოცრად ბევრ ასოციაციას იწვევს. ფილმში ნახსენებია გვარი მიზანდარი, რომელსაც რეჟისორი მომავალში ფილმ „მიმინოს“ მთავარ გმირს ვალიკოს „გაუფორმებს“; სერგო ზაქარიაძე მღერის სიმღერას „შენ ხარ ვენახი“, რომელსაც რამდენიმე წლის წინ მისივე „ჯარისკაცის მამა“, გიორგი მახარაშვილი მღეროდა; ხოლო ევგენი ლეონოვის გმირი, ჯარისკაცი ეგორ ზალეტაევი ასრულებს რუსულ ხალხურ სიმღერას На речке, на речке, на том бережочке/Мыла Марусенька белые ножки.

თუ ვინმეს არ ახსოვს, შევახსენებ, რომ ამ სიმღერას ევგენი ლეონოვი ასრულებდა თავის ერთ-ერთ პირველ ფილმში „ზოლიანი რეისი“, რომლის სცენარისტი სწორედ გიორგი დანელია გახლდათ… 

შასაძლოა, სწორედ ეს ტრადიციულობა და განსაკუთრებულად ლამაზი ენერგეტიკის შენახვის ნიჭი არის ის, რის გამოც ასე განსაკუთრებით გვიყვარს და გვხიბლავს გიორგი დანელიას ფილმები.

მე, მაგალითად, ფილმი „არ იდარდო“ ზეპირად ვიცი. იმიტომ კი არა, რომ ნიჭიერი ვარ, უბრალოდ, ის ძალიან ჩემია და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენიც, ანუ ძალიან ქართული.

არადა, ფილმი შექმნილია ფრანგი მწერლის კლოდ ტილიეს ნაწარმოების „ჩემი ბიძია ბენჟამენის“ მიხედვით. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ისეთი ცნებები, როგორიცაა ერთგულება, მეგობრობა, სიყვარული, მიმტევებლობა და კეთილშობილება არის ინტერნაციონალური, მით უმეტეს, თუ ლამაზადაა შეზავებული ნიჭიერი ქართველი კაცის მიერ.

რას იზამ, ვართ ეს „გრუზინსკი გენერლები“ და რა გინდა, რომ ქნა? მაშინაც კი, როცა „კანფეტკუ ხოჩიშ“, მაგრამ არ გიმართლებს.

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და ტაია-ტაია-ვატატაია დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0