ყაზახეთში გამანადგურებელმა Су-27-მა კატასტროფა განიცადა

© photo: Sputnik / Marina Listseva / გადასვლა მედიაბანკშიСу-27
Су-27 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავარიულ სიტუაციაში მყოფმა პილოტმა თვითმფრინავი დასახლებული პუნქტებისგან შორს გაიყვანა და ამის შემდეგ მოახდინა კატაპულტირება.

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ოთხშაბათს სასწავლო ფრენის შესრულების დროს სამხედრო თვითმფრინავმა Су-27 ყაზახეთში კატასტროფა განიცადა, იუწყება „Sputnik-ყაზახეთი“ რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით. 

როგორც უწყებაში აცხადებენ, ინციდენტი ღამის პირობებში სასწავლო ფრენის შესრულების დროს ტალდიკორგანის რაიონში მოხდა. მფრინავმა, მაიორმა ისაკოვმა მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინა და თვითმფრინავი დასახლებული პუნქტისგან შორს გაიყვანა, რის შემდეგაც კატაპულტირება მოახდინა.

პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად მფრინავის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ინციდენტის მიზეზებსა და გარემოებებს ყაზახეთის თავდაცვის მინისტრის მიერ დანიშნული კომისია არკვევს.

თავდაცვის უწყება აღნიშნავს, რომ მაიორ ისაკოვის მიერ დღისა და ღამის პერიოდში შესრულებული ფრენების დრო 556 საათს შეადგენს. 

ყველა ახალი ამბავი
0