ვითარება საქართველოს გზებზე: თოვლი და ლიპყინული

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиსაქართველოს სამხედრო გზა ზამთარში
საქართველოს სამხედრო გზა ზამთარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტრანსპორტის მოძრაობისთვის შეზღუდვები მოქმედებს ავტომაგისტრალებზე: ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილი, ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბული, ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილი, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაური, ალპანა-ცაგერი და ბათუმი-ახალციხე.

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. თოვლისა და ლიპყინულის გამო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში რიგ ავტომაგისტრალებზე სპეციალური რეჟიმები დააწესა, აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 30-188 კმ (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 

ხედი ძველ თბილისზე - Sputnik საქართველო
ამინდი საქართველოში: ყინვა და უნალექო დღეები

ანალოგიური შეზღუდვები მოქმედებს ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის 16-29 კმ, ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 68-125 კმ, ასევე ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 21-65 კმ მონაკვეთებზე.

ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის 1-22 კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 87-106 კმ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0