თამაშის სახეობები, რომელიც ბავშვს გონებრივ განვითარებაში ეხმარება
„გავრცელებულია მცდარი მოსაზრება, რომ თამაში არის მხოლოდ გართობა. ყველაფერი ბავშვობაში იწყება და თამაში განვითრებისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესია. თამაში ბავშვს აძლევს შესაძლებლობას, შეიმეცნოს გარესამყარო“, – ამბობს სპეციალისტი.
მარიამ შოვნაძე ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგია. 2016 წლიდან მუშაობს ფსიქოლოგად მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკოჰემატოლოგიურ დეპარტამენტში. იგი ბავშვებს თამაშით უცხო პროცედურებისთვის ფსიქოლოგიურად ამზადებს, ვინაიდან ეს პროცედურები პატარა პაციენტებისთვის ძლიერი სტრესია.