საჰარაში 40 წლის განმავლობაში პირველად გათოვდა

© photo: Sputnik / Igor Mikhalev / გადასვლა მედიაბანკშისაჰარა
საჰარა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საჰარის ჩრდილოეთით თოვლის მოსვლა უდაბნოზე დაკვირვების მთელი ისტორიის მანძილზე მეორე შემთხვევაა.

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. საჰარის უდაბნოში 37 წლის განმავლობაში პირველად მოთოვა, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ გაზეთ Independent-ზე დაყრდნობით. 

„ეს იშვიათი შემთხვევაა! უდაბნოში თოვლის მოსვლით ყველა შოკირებული იყო“, — განაცხადა ფოტომოყვარულმა კარიმ ბუშეტატმა, რომელმაც უდაბნოს ჩრდილოეთში ალჟირულ ქალაქ აინ-სეფრაში ფოტოები გადაიღო. მისი სიტყვებით, „თოვლი დაახლოებით მთელი დღის განმავლობაში იდო, შემდეგ კი დნობა დაიწყო“.  

ბუშეტატის ფოტოსურათებზე ქვიშის დიუნები დაფარულია თოვლის საფარით, რომელიც ტალღისმაგვარ ორნამენტებს ქმნის.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ქალაქი აინ-სეფრა ცნობილია როგორც „უდაბნოს კარი“. ზაფხულში რეგიონში ჰაერის ტემპერატურა 37%-ს აღწევს, ზამთარში კი ნულ გრადუსთან ახლოს მერყეობს. 

გამოცემა Telegraph-ი, თავის მხრივ, აღნიშნავს, რომ ეს საჰარაში თოვლის მოსვლის მეორე შემთხვევაა. პირველად უდაბნოში 1979 წლის 18 თებერვალს მოთოვა.

ყველა ახალი ამბავი
0