თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და „ემპოლის“ თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ, პირველად თავის კარიერაში, იტალიის ჩემპიონატის ზედიზედ ორ მატჩში გოლები გაიტანა.
„სერია А“-ს მე-18 ტურში „ემპოლიმ“ „ატალანტასთან“ გასვლით მატჩში 1:2 წააგო. ერთადერთი გოლი ქართველი თავდამსხმელის ანგარიშზეა.
გასულ უქმეებზე „ემპოლიმ“, მჭედლიძის დუბლის წყალობით, შინ „კალიარის“ სძლია ანგარიშით 2:0.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართველმა ფორვარდმა ბოლო ორ მატჩში მეტოქის კარში სამი დარტყმა განახორციელა და სამივე შედეგიანი აღმოჩნდა.
ამ სამი გოლის წყალობით მჭედლიძე ამჟამინდელ სეზონში „ემპოლის“ ბომბარდირების სიის სათავეში მოექცა. ამ დროისთვის ქართველი ფეხბურთელი უსწრებს მასიმო მაკარონესა და რიკარდო საპონარას, რომლებსაც ორ-ორი გოლი აქვთ გატანილი.
კლუბი პირველი წრის თამაშებს „სერია А“-ში მე-17 ადგილზე ასრულებს.
