ბერა ივანიშვილის საშობაო სიმღერა

გამოწერა

 

ბერა ივანიშვილმა, 22 წლის მომღერალმა, მუსიკოსმა და კომპოზიტორმა, ქართველი მილიარდერისა და საქართველოს ექს-პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, გადაიღო ახალი კლიპი, რომელიც უმოკლეს დროში გახდა პოპულარული.

ცნობილი ქართველი პოპ-მომღერლის, ბერა ივანიშვილის კლიპმა ათი დღის განმავლობაში 300 ათასი ნახვა მოაგროვა Youtube-ზე. ახალი სიმღერა მან შობას მიუძღვა — I Can See It Now (Christmas Song).

ბერას მუსიკა დაბადებიდან უყვარს. ერთი წლისაც არ იყო, ჯერ ვერც კი დადიოდა და ლაპარაკობდა, როდესაც რადიოს ჩართვა ისწავლა. 5 წლის ასაკში ვიოლინოს წრეზე დაიწყო სიარული, 2 წლის შემდეგ კი ფორტეპიანოზე დაკვრაც ისწავლა.

2010 წელს ბერამ დააარსა ხმის ჩამწერი სტუდია Dream და პირველ ალბომზე მუშაობა დაიწყო.

"ოცნებები – ეს ისაა, რაც ჩემთან ახლოსაა… პირველი სიმღერა მე ძილში დავწერე", — ამბობს ბერა.

ბერას პირველი სინგლი სახელწოდებით Favorite Things 2011 წლის დასაწყისში გამოვიდა. გაზაფხულზე მან გადაიღო კლიპი "ქართული ოცნება" მამის მხარდასაჭერად, რომელიც საკუთარი პოლიტიკური ამბიციების შესახებ იუწყებოდა. ზუსტად ასე დაერქვა კოალიციას, რომელიც 1 წლის შემდეგ საქართველოს მთავრობას ჩაუდგა სათავეში.

ყველა ახალი ამბავი
0