ბაკურიანი ახალი წლისთვის ემზადება

© FB / администрация Боржомиბაკურიანი ახალი წლისთვის ემზადება
ბაკურიანი ახალი წლისთვის ემზადება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბაკურიანი და ბორჯომი მალე საახალწლო და სადღესასწაულო აქსესუარებით გაბრწყინდება.

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ბაკურიანში ახალი წლისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს, საკურორტო დაბის ცენტრალურ ქუჩებზე საახალწლო განათების დამონტაჟება დაიწყო, აღნიშნულია ბორჯომის რაიონული ადმინისტრაციის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„სადღესასწაულო აქსესუარების და ილუმინაციების მოწყობა დაბა ბაკურიანიდან დავიწყეთ, სადაც განათებები ცენტრალური გზაზე მოეწყო და მოირთო ნაძვის ხე. სამ დღეში სამუშაოები ბორჯომშიც დასრულდება და მთლიანად განათდება ქალაქის ცენტრალური ნაწილი და კოსტავას ქუჩა, მოირთვება ასევე ცოცხალი ნაძვის ხე“, — განაცხადა რაიონის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა.

საქართველოს ზამთრის კურორტებზე სამთო-სათხილამურო სეზონი ოფიციალურად 10 დეკემბერს გაიხსნა.

ყველა ახალი ამბავი
0