რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და მისი თურქი კოლეგა მევლუთ ჩავუშოღლუ მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დახვდნენ ანკარის რეისს, რომლითაც მოკლული ელჩის ანდრეი კარლოვის ცხედარი გადაასვენეს. იხილეთ ცერემონიის კადრები.
Ту-154 ტერორისტის მიერ მოკლული რუსი დიპლომატის ცხედართან ერთად დაჯდა სამშაბათს მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში. აეროპორტის სამთავრობო ტერმინალის შენობის თავზე დროშები დაუშვეს.
რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები თვითმფრინავში ავიდნენ, რომლითაც მოსკოვში მოკლული დიპლომატის მეუღლე და დედა, მარინა და მარია კარლოვები მგზავრობდნენ. ლავროვი და ჩავუშოღლუ ოჯახის წევრებს ტრაპზე ჩამოსვლაში მიეხმარნენ. რუსეთის დროშის ფერებში შემოსილი სასახლე თვითმფრინავიდან პრეობრაჟენსკის პოლკის ჯარისკაცებმა გამოიტანეს.
სამგლოვიარო მარშის ხმის ფონზე მინისტრებმა ქვრივთან ერთად გაიარეს ორ რიგად მოწყობილ ჯარისკაცებს შორის, რომლებსაც ხელთ ეპყრათ სამგლოვიარო ლენტებით შეკრული დროშები.