თბილისში მეტროთი და ავტობუსით მგზავრობა არ გაძვირდება

გამოწერა
ლარის კურსის ვარდნა თბილისში მეტროთი ან ავტობუსით მგზავრობის გაძვირებას არ გამოიწვევს.

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ლარის კურსის ვარდნის მიუხედავად თბილისის მერია მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის გაძვირებას არ გეგმავს, განუცხადა ჟურნალისტებს მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ.

ბოლო დროს ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ ვარდნას განაგრძობს. 21 დეკემბრისთვის მან მიაღწია ნიშნულს 2.7831 GEL/$1, რაც ახალი ისტორიული მინიმუმია.

ავტობუსი - Sputnik საქართველო
საქართველოში ტრანსპორტზე ფასები გაიზარდა

„მეტროსა და ავტობუსების მიმართულებით არ ვაპირებთ, რომ ამ ეტაპზე თბილისელ მოსახლეობას მუნიციპალურ ტრანსპორტზე მგზავრობა გავუძვიროთ. რაც შეეხება ე.წ. მარშრუტკებს, მას ჰყავს კერძო ოპერატორი კომპანია. არსებული კონტრაქტით თბილისი მერია მოკლებულია რაიმე სამართლებრივ ბერკეტებს, რომ ტარიფი არეგულიროს“, — აღნიშნა ლექვინაძემ.

თბილისში ამჟამად მიკროავტობუსებით მგზავრობა 80 თეთრი ღირს, მოკლე მარშრუტებზე — 40-50 თეთრი.

რაც შეეხება მეტროსა და ავტობუსებს, ამ ტრანსპორტით გადაადგილების საფასური 50 თეთრია.

ყველა ახალი ამბავი
0