თბილისში წინასაახალწლოდ ქართული პროდუქციის ფესტივალი გაიმართება

© Photo: courtesy of Tariel Zivzivadzeტარიელ ზივზივაძე
ტარიელ ზივზივაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2016“ ბიზნეს-ცენტრ „ქარვასლაში“ 23-24 დეკემბერს გაიმართება, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ღონისძიების ორგანიზატორმა, KAR.GE-ს დამფუძნებელმა ტარიელ ზივზივაძემ.
თბილისში წინასაახალწლოდ ქართული პროდუქციის ფესტივალი გაიმართება

„ლარის კურსი არის თერმომეტრი, რომელიც გვეუბნება, რომ ჩვენს ეკონომიკას სერიოზული პრობლემები აქვს. ამიტომ ჩვენი მიზანია, საზოგადოებამ უკეთ გაიცნოს ქართული პროდუქტი და მას უპირატესობა მიანიჭოს“, — აღნიშნა ზივზივაძემ.

ფესტივალზე საკვები პროდუქტების გარდა ადგილობრივი წარმოების ტელევიზორები, ნათურები და ჰიგიენური ნაწარმი იქნება წარმოდგენილი.

ყველა ახალი ამბავი
0