სროლა გერმანიაში: დაიღუპა ერთი ადამიანი

© AFP 2024 / RONNY HARTMANNგერმანიის პოლიცია
გერმანიის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოროტმოქმედი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა, პოლიცია მის დასაკავებლად ზომებს იღებს.

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. ქალაქ ვისბადენში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა, იუწყება სამშაბათს საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ დასავლეთ ჰესენის პოლიციაზე დაყრდნობით.

„ამჟამად შეგვიძლია ვთქვათ: ერთი ქალი დაიღუპა, ორი — დაშავდა“, — განაცხადეს პოლიციაში.

ინციდენტი ბიბრიხის ოლქში მოხდა. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. დამნაშავე მიიმალა და პოლიციამ მის დასაკავებლად დამატებითი თანამშრომლები და ვერტმფრენი აამოქმედა.

გუშინ ბერლინში სატვირთო ავტომობილი საშობაო ბაზრობაზე შეიჭრა, სადაც 12 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ქვეყნის ხელისუფლებამ მომხდარს ტერაქტი უწოდა.

ყველა ახალი ამბავი
0