ქართველები და რუსები: მეტი მსგავსება თუ განსხვავება?

გამოწერა

რუსმა ისტორიკოსმა და პოლიტოლოგმა, საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტის პროფესორმა ევგენი კოჟოკინმა გადაიღო ფილმი იმის შესახებ, თუ რა აახლოვებს და განასხვავებს რუსებსა და ქართველებს ერთმანეთისგან. თბილისში ფილმის ღია ჩვენება გაიმართა გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში.

„Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას ფილმის ავტორმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა გახდა დოკუმენტური ფილმის "რუსები და ქართველები" გადაღების მიზეზი.

"ფილმში ისმის მნიშვნელოვანი ფრაზა იმის შესახებ, რომ კულტურული კოდები იკარგება, ქრება. ხანდახან მათ განზრახ ანადგურებენ. რუსეთის კულტურულ კოდში ინახება გამორჩეულად მნიშვნელოვანი კომპონენტი — ქართული კოდი. ჩვენ იმის გაგებაც კი გვიჭირს, ქართულია ეს კოდი თუ რუსულ-ქართული, ეს საერთო ემპათიაა. და მე მგონია, რომ ქართველებისთვის ჩვენი, რუსული კულტურა რაღაც ორგანულია. და როდესაც ეს ყველაფერი ჩამოირეცხება, განადგურდება, ძალიან ცუდი იქნება", — აღნიშნა ევგენი კოჟოკინმა.

ფილმის ავტორს მიაჩნია, რომ მიუხედავად ბოლო წლების მოვლენებისა, ეს ორი ერი მაინც ახლოა ერთმანეთთან და მათ შორის კავშირის მხარდაჭერა აუცილებელია.

"ის, რაც მე გავაკეთე, ეს ზღვაში წვეთია. თუმცა ასეთი წვეთები საჭიროა", — დაამატა დოკუმენტური ფილმის ავტორმა.

ევგენი კოჟოკინმა ფილმი მოსკოვსა და თბილისში გადაიღო. მასში შევიდა რამდენიმე ქართველი და რუსი ადამიანის ცხოვრების შესახებ მონაყოლი, ასევე ამ ორი ქვეყნის ცნობილი საზოგადო მოღვაწეების შესახებ, რომელთა ცხოვრებაც აერთიანებს ორი ერის ისტორიას.

ყველა ახალი ამბავი
0