საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას XV საუკუნეში გამოცემული უნიკალური წიგნი გადაეცა

© fb/ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა/National Library of Georgiaეროვნულ ბიბლიოთეკას პირველი ინკუნაბულა, ანუ 1501 წლამდე გამოცემული წიგნი გადაეცა
ეროვნულ ბიბლიოთეკას პირველი ინკუნაბულა, ანუ 1501 წლამდე გამოცემული წიგნი გადაეცა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დღეიდან 1491 წელს გამოცემული უნიკალური წიგნი დაიდებს ბინას.

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. ეროვნულ ბიბლიოთეკას პირველი ინკუნაბულა, ანუ 1501 წლამდე გამოცემული წიგნი გადაეცა, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წიგნი პირველი ენციკლოპედიური ნაშრომია სამკურნალო მცენარეების შესახებ, რომელიც XV საუკუნით არის დათარიღებული. იგი გერმანიაშია აწყობილი. ასეთი ძველი გამოცემა აქამდე საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში არ ყოფილა.

,,მცენარეთა ბაღი“ ილუსტრირებული წიგნია. იგი სტამბის დამაარსებლის იოჰან გუტენბერგის მოსწავლემ პეტერ შოფერმა 1491 წელს დაბეჭდა. წიგნი შუა საუკუნეების სწავლულთა ხელნაწერებზე დაყრდნობით არის შექმნილი. 

საქართველოში ეს ინკუნაბულას შეძენის პირველი შემთხვევაა. შემორჩენილი ინკუნაბულების სიმცირის გამო იგი წიგნის მუზეუმში თვალსაჩინო ადგილს დაიკავებს.

ინკუნაბულა — ასე უწოდებენ გამოცემებს, რომლებიც 1501 წლამდე პერიოდით თარიღდება. ისინი ძირითადად ლათინურ ენებზე გამოიცემოდა და სწავლულებისთვის იყო განკუთვნილი.

XV საუკუნის რარიტეტი დღეიდან ეროვნული ბიბლიოთეკის საკუთრებაა. ბიბლიოთეკა უძველეს გამოცემას კავკასიაში ყველაზე დიდ და უახლესი ტექნიკით აღჭურვილ მუზეუმში გამოფენს, რომელიც სულ მალე გაიხსნება.

ყველა ახალი ამბავი
0