კვირიკაშვილი თურქეთში გაემგზავრება

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს ევრაზიული გვირაბის გახსნაში, რომელიც ბოსფორის სრუტის ფსკერის ქვეშ სტამბულის აზიურ და ევროპულ ნაწილებს დააკავშირებს.

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამშაბათს თურქეთს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ევრაზიული გვირაბის გახსნაში, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ანდრეი კარლოვი უკანასკნელი სიტყვის წარმოთქმის მომენტში, მკვლელობამდე რამდენიმე წამით ადრე - Sputnik საქართველო
ცნობილია თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობის ახალი დეტალები

ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიპ ერდოღანთან და თურქ კოლეგა ბინალი ილდირიმთან.

გიორგი კვირიკაშვილი ასევე გაემგზავრება ბეშიქთაშის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც პატივს მიაგებს 10 დეკემბერს მომხდარი ტერორისტული აქტის მსხვერპლთა ხსოვნას.

5,4 კილომეტრი სიგრძის ევრაზიული გვირაბი ბოსფორის სრუტის ფსკერის ქვეშ სტამბულის აზიურ და ევროპულ ნაწილებს დააკავშირებს. თურქეთის საინფორმაციო საშუალებების მონაცემებით, გვირაბის ამოქმედების შემდეგ მეგაპოლისის ორ ნაწილს შორის დასაფარი მანძილი 15 წუთამდე შემცირდება.

სხვადასხვა გათვლებით, ახალი საავტომობილო გვირაბის მშენებლობა თურქეთს 1,3 მლრდ აშშ დოლარი დაუჯდა.

ყველა ახალი ამბავი
0