ჯაბა კანკავას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს

© ФФГჯაბა კანკავა
ჯაბა კანკავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტან ჯაბა კანკავას გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, რის გამოც თამაში არ შეუძლია.

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტან ჯაბა კანკავას გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, რის გამოც თამაში არ შეუძლია. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე საფეხბურთო კლუბ „რეიმსის“ მთავარმა მწვრთნელმა მიშელ ტერ-ზაქარიანმა განაცხადა, რომლის შემადგენლობაშიც თამაშობს კანკავა.

მანამდე „რეიმსის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯაბა კანკავას მუცლის ღრუს ტკივილები აწუხებდა და ოპერაცია ესაჭიროებოდა. თუმცა ფეხბურთელის მამამ „ლელოსთან“ ინტერვიუში ეს ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ მისი შვილი აბსოლუტურად ჯანმრთელია.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კანკავა თითქმის სამი თვე არ თამაშობდა, მოედანს ის მხოლოდ ნოემბერში დაუბრუნდა. თუმცა სულ სამი ტური გაატარა „რეიმსის“ შემადგენლობაში და კვლავ გაურკვეველი დროით გამოეთიშა თამაშებს.

როგორც ფრანგული გამოცემა maligue2.fr წერს, მიუხედავად იმისა, რომ ქართველ ფეხბურთელს „რეიმსთან“ გაფორმებული კონტრაქტით კიდევ ორი წელი აქვს დარჩენილი სათამაშოდ, არსებობს ალბათობა, რომ კანკავამ დატოვოს კლუბი.

ყველა ახალი ამბავი
0