დიპლომის გაყალბების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Evgeniy Biyatov / გადასვლა მედიაბანკშიხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასისტენტ–პროფესორი თანამზრახველთან ერთად უმაღლესი სასწავლებლის ყალბი დოკუმენტის დამზადების გამო დააკავეს.

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ყალბი დიპლომის დამზადება-გასაღების ფაქტზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი სულიკო კ. და ამავე უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომელი სევერიან კ. დააკავეს, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა დაამზადეს და საქართველოს მოქალაქეზე გაასაღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის ბაკალავრის ყალბი დიპლომი, რის სანაცვლოდაც მათ 2000 აშშ დოლარი მოითხოვეს.

დამნაშავეები სამართალდამცველებმა ყალბი დიპლომის გადაცემის დროს დააკავეს.

გამოძიება ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0